პოროშენკოს სახლის დაცვის წარმომადგენელმა თავი სამსახურში მოიკლა
ამობეჭდვა · 08 / 03 / 2018 18:07
პოროშენკოს სახლის დაცვის წარმომადგენელმა თავი სამსახურში მოიკლა

უკრაინის პრეზიდენტის სახლის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა, თავი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს მოიკლა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ნაცპოლიციის უფროსმა სერჟანტმა, სერგეი გალასიუკმა თავი 23 თებერვალს მოიკლა, თუმცა ფაქტი მედიაში მხოლოდ ახლა გაჟღერდა.

 უკრაინული მასმედიის ცნობით, გალასიუკმა სუიციდი მანამდეც სცადა.

ფაქტს უკრაინის ძალოვან უწყებებში ადასტურებენ.

ტეგები