რატომ დატოვა ნინო არაზაშვილმა „რუსთავი 2"
ამობეჭდვა · 08 / 03 / 2018 20:05
რატომ დატოვა ნინო არაზაშვილმა „რუსთავი 2"

ორი დღის წინ ცნობილი გახდა, რომ „რუსთავი2“ ტელეწამყვანმა და დილის გადაცემების პროდიუსერმა, ნინო არაზაშვილმა არხი დატოვა. წასვლის მიზეზი და დეტალები არ კონკრეტდება.

„რუსთავი2“ ოფიციალურად ამ ფაქტს არ ადასტურებს, თუმცა „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით,  არაზაშვილის წასვლამდე ერთი დღით ადრე, არხზე სერიოზული ფინანსური სკანდალი მოხდა. არის ინფორმაცია, რომ არაზაშვილი საკუთარ თანამშრომლებს თებერვლის პრემიების უკან მიტანას აიძულებდა. ვითარებაში გასარკვევად ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია დაპირისპირებულ მხარეებს შეხვდა. სწორედ ამ კონფლიქტისა და ხმაურის შემდეგ გავრცელდა ინფორმაციას არხიდან  ნინო არაზაშვილის წასვლის შესახებ. 

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, არხზე „ატკატების“ პრობლემა დაფიქსირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ვიღაც საკუთარი გუნდის წევრებს პრემიების წილს სთხოვდა. ეს ორი ფაქტი ერთმანეთს საეჭვოდ დაემთხვა. კითხვას, რა კავშირში იყო „ატკატები“ ნინო არაზაშვილთან, „რუსთავი2“-ის თანამშრომლები დუმილით პასუხობენ.

ტეგები