დიახ, მე ვესროლე მამაჩემის დაცვის წევრს და მხოლოდ იმას ვნანობ, რომ უარესი არ ვუქენი - ცოტნე გამსახურდია
ამობეჭდვა · 08 / 03 / 2018 21:37
დიახ, მე ვესროლე მამაჩემის დაცვის წევრს და მხოლოდ იმას ვნანობ, რომ უარესი არ ვუქენი - ცოტნე გამსახურდია

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, ცოტნე გამსახურდია ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საკითხს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ძმა, ქმარი თუ მამა გააყოლეთ ადამიანებს ჯანმრთელი და საღ-სალამათი. ხალხს, ვისაც ადამიანური და სამსახურეობრივი მოვალეობის თანახმად მის გვერდში ყოფნა და დაცვა, ერთად ავისა და კარგის გაზიარება ევალებათ.

რამოდენიმე თვეში ეს ტიპები ცოცხალი და უვნებელნი თქვენთან ბრუნდებიან და გიყვებიან რაღაც თეთრი ძაფებით შეკერილ სისულელეს, ერთმანეთთან შეუსაბამო ვერსიებს იმის შესახებ, რომ თქვენი ოჯახის წევრმა თავი მოიკლა. თუმც ესეც არ უნახავთ დანამდვილებით, მაგრამ მის შესახებ სხვა არაფერი იციან. ამავე დროს მათი აღწერილი სურათი სრულიად აბსურდულია წმინდა კრიმინალისტიკური თვალსაზრისითაც.

ეს მოხდა, როდესაც მამაჩემის დაცვის წევრები და გუგუშვილი დაბრუნდნენ სამეგრელოდან გროზნოში... ამ ყველაფრის პარალელურად მინდა აღვნიშნო, რომ არასდროს ამ წლების განმავლობაში, ოჯახის არცერთ წევრს არ უთქვამს და არც უფიქრია, რომ ზვიად გამსახურდიას სიკვდილი რომელიმე მათგანის ხელით იყო გამოწვეული. დიახ, ასაკით პატარები, გამოუცდელები, შოკირებულები ვიყავით, მაგრამ ასეთი სულელები არ ვყოფილვართ. მათი დანაშაული არის სიცრუე, ლაჩრობა, არაკაცობა, ყველა ის სიტყვა, რასაც ნორმალურ ადამიანში გამოიწვევს ზემოთ აღწერილი საქციელი...

დიახ, მაშინ მე ვესროლე ვინმე ბაჩუკი გვანცელაძეს, მამაჩემის დაცვის წევრს ამ ყველაფრის შემდეგ და მხოლოდ იმას ვნანობ, რომ უარესი არ ვუქენი... მეორე, მარგველანი, მამის გროზნოში დაკრძალვის მეორე დღეს ფანჯრიდან გადახტა და მას მერე აღარ მინახავს. მიხვდა, რომ პასუხის გაცემა მოუხდებოდა იმ ზღაპარზე, რასაც ისინი გიყვებოდნენ და რის გამოც ამ ქვეყნის სამართალდამცავი სისტემა მათ ამდენი წელიწადია ჯიუტად არ თხოვს პასუხს! ნიშანდობლივია, რომ დღეს ისინი, ამ საქმის უშუალო მომსწრეები უცხოეთში არიან თავშეფარებული...

უყურეთ, შაბათს, 10 მარტს იქნება ჩემი ჩანაწერი "პოსტსკრიპტუმში"ამ თემაზე... ", - წერს გამსახურდია.

ტეგები