"დღეს ქვემო ფონიჭალაში ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა მიაყენეს ღია ფერის მეტისს"
ამობეჭდვა · 08 / 03 / 2018 21:50
"დღეს ქვემო ფონიჭალაში ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა მიაყენეს ღია ფერის მეტისს"

დღეს ქვემო ფონიჭალაში ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა მიაყენეს ღია ფერის მეტისს. ამის შესახებ თბილსის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელი, ვახტანგ ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს.

"დღეს დაახლოებით 18:10-ზე ქვემო ფონიჭალაში ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა მიაყენეს ღია ფერის მეტისს.

ცუგა გადაყვანილია ჩვენს თავშესაფარში და მალე ჩაუტარდება ოპერაცია. ეჭვმიტანილი დაკავებულია. დანარჩენს გამოძიება დაადგენს. 

მსხვერპლის მდგომარეობა სტაბილურია და ახლა მთავარი ფეხის შენარჩუნებაა, რაც გამომდინარე მძიმე ტრავმებიდან, ძალიან რთული იქნება", -  წერს ლომჯარია.

ტეგები