"ბორჯღალოსნები" რუს "დათვებს" განახლებული გუნდით დაუპირისპირდება
ამობეჭდვა · 09 / 03 / 2018 11:44
"ბორჯღალოსნები" რუს "დათვებს" განახლებული გუნდით დაუპირისპირდება

გასულ შაბათს ესპანეთთან მოგებული მატჩის შემდეგ, ჰეიგმა სასტარტო შემადგენლობაში სამი ცვლილება განახორციელა. უკანა ხაზში ბრუნდება ფულბეკი მერაბ კვირიკაშვილი, რომელიც წელს ნაკრების კვართს პირველად მოირგებს.

სოსო მათიაშვილი, რომელმაც მანამდე სამივე თამაში 15 ნომერზე დაიწყო ფრთაზე გადაინაცვლებს, სადაც სანდრო თოდუას ჩაანაცვლებს. პირველ ხაზში ლევან ჩილაჩავას ნაცვლად თამაშს ანტონ ფეიქრიშვილი იწყებს. ის გერმანიასთან შეცვლაზე შევიდა, სასტარტოში კი ბოლოს შარშან ივნისში, კანადის წინააღმდეგ იდგა.

ერთი ცვლილებაა მეორე ხაზში და შალვა სუთიაშვილის ნაცვლად გუნდის კაპიტან გიორგი ნემსაძეს ნოდარ ჭეიშვილი შუწყვილდება, რომელიც ძირითადში ბელგიასთან და გერმანიასთან იდგა.

10 მარტს მე-80 სანაკრებო კეპს მოიხვეჭს გუნდის კაპიტანი გიორგი ნემსაძე; 50-ეს 2017 წლის საქართველოს საუკეთესო მორაგბე, ბურჯი მიხეილ ნარიაშვილი. რუსეთის ნაკრებს "ბორჯრალოსნები" 1993 წლიდან ეთამაშება. მათ პოლონეთში პირველი თამაში მოიგეს, მას შემდეგ "დათვები" ბორჯღალოსნებმა 19-ჯერ დაამარცხეს. შეხევდრა 16:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს ტელეკომპანია „იმედი“ შემოგთავაზებთ.

ტეგები