ქუსლჩაკეცილი ფეხსაცმელი დემნა გვასალიასგან
ამობეჭდვა · 09 / 03 / 2018 12:33
 ქუსლჩაკეცილი ფეხსაცმელი დემნა გვასალიასგან

დემნა გვასალია გაზაფხული-ზაფხული 2018 წლის კოლექციით წარდგა და ახალი ტრენდით კვლავ აალაპარაკა მოდის სამყარო.

'ჩაკეცილი' ფეხსაცმელები მსოფლიოსთვის შეიძლება უცხო და კრეატიულია, მაგრამ ჩვენთვის ისევ ბავშვობის მოგონებებს უკავშირდება. უკვე მერამდენედ ახერხებს დემნა კარგად მივიწყებული ძველი როგორც ახალი ისე შეფუთოს.

გურამ გვასალია: vetements-ის ეს კონცეფცია მოდის ჩვენი 2018 წლის შემოდგომა/ზამთრის ჩვენებიდან, რომელიც იანვარში მსოფლიოს ყველაზე ძველ ანტიკვარულ მარკეტში მოეწყო. სტუმრების დასაჯდომად მაღაზიებიდან ძველი ავეჯი გამოვიტანეთ. კონცეფცია გავრცელდა ჩვენს შოურუმზეც. ვინტაჟურ ავეჯს მეორე სიცოცხლე მივეცით. მას შემდეგ რაც მყიდველებისგან ამაზე გადაჭარბებულად კარგი პასუხი მივიღეთ, გვეუბნებოდნენ, რომ არ გრძნობდნენ თავს ტიპურ შეთანხმებაზე, უფრო სახლის გარემოს გრძნობდნენ, გადავწყვიტეთ "სახლის მსგავსი გამოცდილება" ყველასთვის გაგვეზიარებინა. გამოცდილება ისეთი რამ არის, რასაც ონლაინში ვერ იყიდი, ამისთვის კი მოგზაურობა ღირს!
 

ტეგები