ფიონჩანგის პარაოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დროშა აღიმართა
ამობეჭდვა · 09 / 03 / 2018 13:22
ფიონჩანგის პარაოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დროშა აღიმართა

ფიონჩანგში ზამთრის პარალიმპური თამაშების წესების მიხედვით, ოლიმპიურ სოფელში საქართველოს დროშის აღმართვის ცერემონია გაიმართა, რომელსაც საქართველოს დელეგაციასთან ერთად, პარალიმპური სოფლის მერი და საქართველოს ელჩი კორეის რესპუბლიკაში ოთარ ბერძენიშვილი ესწრებოდნენ.

საქართველო ზამთრის პარალიმპურ თამაშებში პირველად არის წარმოდგენილი. ჩვენი ქვეყნის ღირსებას 2 სპორტსმენი, მოთხილამურეები თემურ დადიანი და ნინო საბაშვილი დაიცავენ.

დღეს, თბილისის დროით 15:00 საათზე ოლიმპიურ სტადიონზე ზამთრის პარალიმპური თამაშების გახსნის ცერემონია გაიმართება.

ტეგები