"დინამოსთან" არსებულ კლუბებთან ნარკოტიკების რეალიზება და ახალგაზრდების მოწამვლა ხდება - "ქართული მარში" გახარიას მიმართავს
ამობეჭდვა · 09 / 03 / 2018 16:28
"დინამოსთან" არსებულ კლუბებთან ნარკოტიკების რეალიზება და ახალგაზრდების მოწამვლა ხდება - "ქართული მარში" გახარიას მიმართავს

"ქართული მარშის" წევრები შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახაირას ორი განცხადებით მიმართავენ:

"ახლა ვარ შს სამინისტროში და ვაბარებ "ქართული მარშის" ორ განცხადებას. იმედია, ბატონი გიორგი გახარია მოახდენს რეაგირებას ამ განცხადებებზე. სამწუხაროდ, მიმდინარეობს უკანონო მიგრანტების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე კრიმინალური ქმედებები. ჩვენს ორგანიზაციას აქვს სურვილი კანონის ფარგლებში აწარმოოს მონიტორინგი, გასარკვევად თუ რა ხდება დედაქალაქის ქუჩებში, ამავდე დროს ხელი შეუწყოს სამართალდამცავ უწყებებს აღმოაჩინოს და კანონის წინაშე პასუხი აგებინოს დამნაშავეებს. გთხოვთ შეხვედრას, რათა მოისმინოთ ჩვენი მოსაზრებები. 

თბილისში მასობრივად მიმდინარეობს ნარკოტიკების უკანონოდ რეალიზაცია-გასაღება. განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ნარკოტიკული საშუალებების რელიზაცია ხდება ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის მიმდებარედ არსებულ გასართობ კლუბების მიმდებარე ტეროტორიაზე. ხდება ახალგაზრდების მასობრივი მოწამვლა. გთხოვთ, სასწრაფოდ გაატაროთ შესაბამისი ღონისძიებები", - ნატქვამია განცხადებებში, რომლებიც ლადო სადღობელაშვილმა კანცელარიაში ჩააბარა.

ტეგები