ავარია ქუთაისში - დაიღუპა ერთი დაშავდა ექვსი ადამიანი
ამობეჭდვა · 09 / 03 / 2018 17:56
ავარია ქუთაისში - დაიღუპა ერთი დაშავდა ექვსი ადამიანი

ქუთაისში, წყალწითელას მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შეჯახების შედეგად ერთი ადამიანია გარდაცვლილი.დაშავდა 6 მგზავრი. დაშავებულები ქუთაისის ინტერვენციულ საავადმყოფოში გადაჰყავთ. ინფორმაციას "იმედი" ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  ავარიაში სამი მანქანა ფიგურირებს. გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა.

ტეგები