10 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
ამობეჭდვა · 09 / 03 / 2018 21:52
10 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

გადაამოწმეთ მიღებული ინფორმაცია. ნუ გაართულებთ ურთიერთობას საყვარელ ადამიანთან. მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საქმეების მოგვარებას. 

 

კურო

მეტად გამოავლინეთ თქვენი შესაძლებლობები. ნუ გადადებთ მომავლისთვის დღეს შესასრულებელ საქმეებს. განსაკუთრებით საოჯახოს. ზოგიერთს ახალ სამსახურს შესთავაზებენ. 

 

ტყუპი

წარმატებული დღე გელით. გააუმჯობესეთ ურთიერთობა სამართალდამცველებთან, საქმიან პარტნიორებთან. განახორციელეთ შემოქმედებითი იდეები. 

 

კირჩხიბი

დაასრულეთ დაწყებული საქმეები. ზოგიერთს საინტერესო შეხვედრა ელის. მეტი დრო დაუთმეთ პირადი ურთიერთობების გაუმჯობესებას. კარგი დღეა ქალაქგარეთ გასამგზავრებლად. 

 

ლომი

მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საქმეებს. ურთიერთობის გაუმჯობესებას ოჯახის წევრებთან. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ. 

 

ქალწული

ნურაფერს დაგეგმავთ, სიტუაციის შესაფერისად იმოქმედეთ. ფული მოზომილად ხარჯეთ. პირად ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილება გელით. 

 

სასწორი

კარგი დღეა გავლენიან ადამიანთან ურთიერთობისთვის. მათთან ერთად ახალი იდეების განსახილველად. ჰობი სიამოვნებას მოგანიჭებთ. ზოგიერთი საჩუქარს მიიღებს. 

 

მორიელი

დაიცავით საკუთარი პოზიცია, მაგრამ ნუ გაიფუჭეთ ურთიერთობას გარშემო მყოფებთან, უფროსთან. გამონახეთ დრო საოჯახო ვალდებულებების შესასრულებლად. 

 

მშვილდოსანი

კარგი დღეა დაწყებული საქმეების დასასრულებლად და შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. ზოგიერთს რომანტიკული თავგადასავალი ელის. 

 

თხის რქა 

კარგი დღეა კოლექტიური საქმიანობისთვის. ნუ ხართ ზედმეტად თავდაჯერებული. ეცადეთ, ხელიდან არ გაუშვათ სარფიანი შემოთავაზება. 

 

მერწყული

გაფრთხილდით, არავინ მოგატყუოთ. ნუ გაართულებთ ურთიერთობას ნათესავებთან, საყვარელ ადამიანთან. მეტად გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. 

 

თევზები

გაუთვალისწინებელი მოვლენების გამო შეიძლება შეგეცვალოთ გეგმები. დაკვირვებულად იმოქმედეთ. მოზომილად ხარჯეთ ფული. 

ტეგები