ქართველმა ძალოსანმა 3 ოქროს მედალი მოიპოვა
ამობეჭდვა · 10 / 03 / 2018 00:09
ქართველმა ძალოსანმა 3 ოქროს მედალი მოიპოვა

2018 წლის პირველი მედლები საქართველოს ძალოსნობას გოგა ჩხეიძემ მოუტანა. ირანის ქალაქ ახვაზში მიმდინარე ძალოსანთა საერთაშორისო ტურნირზე (3rd International Fajr Cup) გოგა ჩხეიძემ (69 კგ.) ატაცში 130, ხოლო აკვრაში 170 კგ. დაძლია, რაც ტურნირზე საუკეთესო შედეგი აღმოჩნდა და ჩხეიძემ ატაცში, აკვრასა და ორჭიდის ჯამში ოქროს მედლები დაისაკუთრა. ინფორმაციას ძალოსნობის ფედერაცია ავრცელებს.

ამ შეჯიბრებაზე საკუთარ ძალებს გიორგი ჩხეიძეც (+105 კგ.) მოსინჯავს. ძალოსანი ირანულ ფიცარნაგზე 10 მარტს გავა. 

ტეგები