საქართველოში დაახლოებით 15 ათასი ქალი, ორსულობის დროს ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გამხდარა
ამობეჭდვა · 10 / 03 / 2018 10:46
საქართველოში დაახლოებით 15 ათასი ქალი, ორსულობის დროს ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გამხდარა

გაერო-ს ქალთა ორგანიზაციამ, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა და ევროკავშირმა ერთობლივად ჩაატარეს საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის კვლევა. კვლევის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით სულ 15-64 წლის 6 006 ქალი და 15-64 წლის 1 601 კაცი გამოიკითხა.

აღნიშნული კვლევით დადგინდა, რომ დაახლოებით 15 000 ქალი, ორსულობის პერიოდში ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გამხდარა.

ორსულობის დროს ფიზიკური ძალადობის მსხვერპლთა 37%-მა განაცხადა, რომ ორსულობის დროს მუცელში მუშტი ან წიხლი ჩაარტყეს.

ქალების 64%-მა რომელმაც ორსულობისას ცემის შესახებ განაცხადა, ამბობს, რომ ცემა იყო ძალადობის მიმდინარე ციკლის ნაწილი, რომელსაც ერთი და იგივე პირი ახორციელებდა. 6%-მა კი აღნიშნა, რომ ძალადობა ორსულობის დროს გამწვავდა.
 

ტეგები