„ეს გოგო ისე დაამუშავეს, რომ უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე“ - ბაია პატარაია
ამობეჭდვა · 10 / 03 / 2018 11:07
„ეს გოგო ისე დაამუშავეს, რომ უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე“ - ბაია პატარაია

უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში ძალადობის მსხვერპლ ქალზე წერს:

„ახლა გამოვედი სასამართლოს სხდომიდან, პირველად ვიკითხებოდი მოწმის სახით ერთ იმ საქმეზე, სადაც ჩვენ გამოვიძახეთ პატრული ნაცემი ქალის მაგივრად. ვნახე ეს გოგოც... ისე დაამუშავეს ნათესავებმა და ქმრის ადვოკატმა, რომ უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე და რო გამოვიდა, ატირდა. მე შემყვანეს, ჩვეულებრივად მიდიოდა გამოკითხვა და მერე მოსამართლემ მთხოვა, წამიკითხე რეებს გწერდა იმ ღამეს, როცა შველას გთხოვდაო. დავიწყე ამ მესიჯების კითხვა, რომელიც სხვა არაფერია თუ არა განწირული თხოვნა გადარჩენისა და ამიკანკალდა ხმა. შემაწყვეტინა... ვთქვი, როგორ უჭირთ ქალებს ბოლომდე ბრძოლა, როგორ აშინებენ მათ ოჯახის წევრები, როგორ აიძულებენ დადუმებას სასამართლო სხდომაზე. მერე წამოვედი და გამახსენდა ყველა ის ქალი, რომელიც დავკარგეთ შუა ბრძოლაში და დავიწყე ტირილი. მოვდივარ ასე ტირილ-ტირილით და ჭიშკართან დაცვა მეკითხება რა გატირებსო? ვინმემ შეურაცხყოფა ხო არ მოგაყენა სხდომაზეო. არა მეთქი, გავუღიმე. შენ იმ გოგოსთან არ იყავი, უარი რო თქვა ჩვენების მიცემაზეო? მეთქი კი. ნუ ნერვიულობო, გამოძიება მაინც დაამტკიცებსო. აი, ნახავ თუ არაო... ვნახავ, მალე ვნახავ, პროკურორი ჩემი ყოფილი სტუდენტი აღმოჩნდა, ძაან გულისხმიერი ბიჭი, მაგრამ დარდობდა, პირდაპირი მტკიცებულება მარტო ერთი მაქვსო და რა ვიცი აბა რა იქნება... დავწერ, როცა გავიგებ. მანამდე კი კანონმდებლობაა ჩასასწორებელი, ოჯახში ძალადობაზე მსხვერპლს არ უნდა შეეძლოს ჩვენებისგან თავის შეკავება (ეს მუხლი სულ სხვა მიზნებით ჩაიდო კოდექსი და ახლა ბოროტად იყენებენ მოძალადეები) და მსხვრპლის პირველ ჩვენებას პრეიურიდიციული ძალა უნდა ჰქონდეს“.

ტეგები