პოლონეთში სასამართლო რეფორმების წინააღმდეგ გამოდიან
ამობეჭდვა · 10 / 03 / 2018 11:45
პოლონეთში სასამართლო რეფორმების წინააღმდეგ გამოდიან

ბალტიისპირეთის სამი ქვეყნის მთავრობა პოლონეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს ეწინააღმდეგება. უთანხმოების ვაშლი ვარშავაში ხელისუფლების მიერ ინიცირებული დისკუსიის ფარგლებში განხორციელებული სასამართლო რეფორმაა.

თუ ევროკავშირი პოლონეთის წინააღმდეგ მკაცრ სანქციებს დააწესებს, ლიტვა თავის მეზობელ ქვეყანას დაუჭერს მხარს, - ამის შესახებ ლიტვის პრემიერ-მინისტრმა საულიუს კერნერმა განაცხადა.

"ჩვენ არ მოგვწონს, რომ პოლონეთის წინააღმდეგ რაიმე სახის სანქციები გამოიყენონ", - განაცხადა ლატვიის მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელმა მარის კუცინსკისმა.

ოფიციალური ტალინის განცხადებით, არჩევნებში პოლონეთის უფლებების შეზღუდვის საკითხი დღის წესრიგში არ დგას.

"ჩვენ ვერ დავუშვებთ რომ საკითხი ჩიხში შევიდეს, რადგან მოლაპარაკებების გზით ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ საერთო პოზიციას", - განაცხადა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა იური რატასმა.

„მჯერა, რომ უახლოეს თვეებში შევძლებთ დავარწმუნოთ ევროკავშირი, რომ რეფორმა შესაძლებელია“, - განაცხადა პოლონეთის პრემიერმინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ მთელი ეს სკანდალი პოლონეთში გატარებულ სასამართლო რეფორმას მოჰყვა.

ტეგები