„იმედს ვიტოვებ, ქურდმა არ იცოდა, რას აკეთებდა” - ტარიელ სუარი
ამობეჭდვა · 10 / 03 / 2018 19:45
„იმედს ვიტოვებ, ქურდმა არ იცოდა, რას აკეთებდა” - ტარიელ სუარი

რამდენიმე საათის წინ უსინათლო ბავშვთა ფონდის ბიურო გაქურდეს. ამის შესახებ „ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე  უსინათლო ბავშვთა საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტი, გიტარისტი ტარიელ სუარი წერს.

„წაღებულია კომპიუტერები და ასე შემდეგ… არ დაგიმალავთ და გამიკვირდა. იმედს ვიტოვებ, ქურდმა არ იცოდა, რას აკეთებდა”, - დაწერა მუსიკოსმა.

ტარიელ სუარმა ჩვენება უკვე მისცა შესაბამის ორგანოებს.

ტეგები