„ბავშვი სამშობიაროდან გააშვილეს, დღეს ის 26 წლის იქნება...“
ამობეჭდვა · 10 / 03 / 2018 20:12
„ბავშვი სამშობიაროდან გააშვილეს, დღეს ის 26 წლის იქნება...“

ფეისბუკგვერდი „ემიგრანტი ქალი" ხშირად ავრცელებს ისტორიებს, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვება ხოლმე. გთავაზობთ ამ გვერდზე გამოქვეყნებულ ერთ-ერთ ისტორიას:

„ცხოვრება სპექტაკლია, ბინძური, უსახური თამაშებით... გინდა მოერიო თავს და თქვა რომ ჯანდაბას, დავივიწყებ, მაგრამ ისევ გახსენებს თავს შენი ცხოვრების მტკივნეული წლები - ცხოვრების წლები სადაც იყო ცრემლი, დამცირება, დაცინვა და ნაკლებად იყო ადამიანები. ახლაც ასეა... გაიზარდე და მაინც მოგყვებიან ის ყალბი, უგულო ხალხი ვინც გეგონა რომ წარსულში დატოვე.

მაშინ 11 წლის ვიყავი. კარზე კაკუნი გაისმა. რომ გითხრათ გამიხარდა-თქო მოვიტყუებთ, რადგან ჩემს ოჯახს ნაკლებად სტუმრობდა ვინმე. კარი გავაღე. კართან მამა იდგა. ხელით გამწია და გზა გავანთავისუფლე. უკან ქალი იდგა, სამი პატარა ბავშვით. ვერ მივხდი ვინ იყო ის ქალი, მაგრამ იმდენად ცივად შემომხედა, იმ წუთას მივხვდი ჩემს თავს კარგი ამბავი არ იყო. დედაა... დავიძახე. დედაჩემი სამზარეულოდან გამოვიდა..

- ეს აქ იცხოვრებს . ორსულადაა და..

დედას გავხედე, ნუთუ არფერს იტყვის? გავიფიქრე. მაგრამ, სამწუხაროდ ჩვეულებრივად მიიღო ქალი რომელიც მისი ქმრიდან ბავშვს ელოდებოდა.

- რა სუსტია, გავხედე დედას და გავიფიქრე...

ჩვენ ერთი ლოგინი მოგვიგდეს სამოწყალოდ, სადაც მე, დედას და ჩემს ძმას გვეძინა. ისინი კი მთელი ოჯახი გახდნენ.

ვხედავდი როგორ ეზრდებოდა მუცელი ქალს რომელიც მუცლით, ჩემს სისხლსა და ხორცს დაატარებდა. ეზოში იშვიათად დავდიოდი, ბავშვების რისხვას ვერიდებოდი მაგრამ, სკოლაში მიმავალს მაინც ბევრჯერ დამაწიეს სიტყვა: დედინაცვალი როგორ გყავს? რამდენჯერ მიტირია, რამდენი დამცირება ავიტანე . ჯოჯოხეთში სადაც ცხოვრება სერიალს გავდა.

ქალმა იმშობიარა და გოგონა შეეძინა. ბავშვი სამშობიაროდან გააშვილეს. დღეს ის 26 წლის იქნება. ამბიციად მექცა ვნახო ის ნაყოფი, ვინც ჩემს წინ მუცელში იზრდებოდა. ვეძებ. ასე მგონია ისიც მეძებს.

ცხოვრება მძულს. ალბად ვცდილობ ვითამაშო, რომ კარგად ვარ. ვცდილობ მაინც... მსახიობობა იმდენად რთულია, ხანდახან გინდა მთელი ხმით იყვირო: დავიღალეე.

მიდიხარ წინ და უკან მოგყვება მთელი უბედურება!

ეცადეთ იყოთ ადამიანები, არავინ იცის ცხოვრებაში ვინ რა გზებით იარა. მოუფრთხილდით ჩემნაირ ბავშვობაწართმეულ ადამიანებს. იქნებ გადარჩენისთვის თქვენი ელემენტარული სიყვარული და ყურადღებაც კმარა."

ტეგები