„ამ მატრასს მავნე ნივთიერებები შეიძლება ქონდეს, სიცოცხლისთვის საშიში“ - სტეფანე მღებრიშვილი
ამობეჭდვა · 10 / 03 / 2018 23:40
„ამ მატრასს მავნე ნივთიერებები შეიძლება ქონდეს, სიცოცხლისთვის საშიში“ - სტეფანე მღებრიშვილი

მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე სტატუსს აქვეყნებს:

"ესე იგი მაღაზია JYSK Georgia-ში შევედი, მატრასის ყიდვა მინდოდა. კონსულტანტმა ისეთი დაჟინებით შემომთავაზა memory foam მატრასი ( სხეულის მეხსიერებით) რომ ეჭვის გარეშე დავბოლდი და ვიყიდე. არ გამაფრთხილა, რომ მიჩვევას მინიმუმ დიდი დრო ჭირდება. შემდეგ, როცა ძველი მატრასი გადავაგდე და ახალი გავხსენი, ორი კვირის განმავლობაში დესპოტური სუნი ქონდა ამ მატრასს და ალერგიას მაძლევდა, მაგრამ მეგონა – მივეჩვეოდი. მოკლედ, ბევრი დარეკვის შემდეგ (სცადეთ, არასოდეს ტელეფონს არ პასუხობენ) მივედი და ვთხოვე აეხსნათ რაშია საქმე, რატომ მაძლევს ალერგიას. შემპირდნენ და ნომერიც ჩაიწერეს რომ გაარკვევდნენ და დამირეკავდნენ. რათქმაუნდა არ გაურკვევიათ და არ დაურეკიათ. ასევე წავიკითხე თუ მწარმოებელი უხარისხოა ( და სავარაუდოდოდ ეს მწარმოებელი უხარისხოა) ამ მატრასს მავნე ნივთიერებები შეიძლება ქონდეს, სიცოცხლისთვის საშიში. ამდენი იმისთვის დავწერე, რომ არც თქვენ არ დაგაბოლოთ რომელიმე ფამილიარულმა კონსულტანტმა მაღაზიაში და ფული ტყუილად ნაგავში არ გადაგაყრევინონ. ძალიან უპასუხისმგებლო კანტორაა, რომელშიც ვეცდები, არასოდეს აღარ შევიდე."

ტეგები