ამოუცნობი მფრინავი ობიექტი აშშ-ის ცაზე (ვიდეო)
ამობეჭდვა · 11 / 03 / 2018 11:02

ანალიტიკურმა კომპანიაTo the Stars Academy of Arts and Science გამოაქვეყნა ახალი ვიდეო, რომელშის ჩანს, რომ აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრივანი დაუდგენელ მფრინავ ობიექტს მისდევს.

ჩანაწერი 2015 წელს გამანადგურებელი  F/A-18 Hornet-ის მიერ, აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე 7,5 ათას მეტრ სიმაღლეზეა გაკეთებული.

პილოტების საუბრიდან ირკვევა, რომ ამოუცნობი ობიექტის მიზანში აყვანა მხოლოდ მესამე მცდელობის შემდეგ შეძლეს. ამასთან, მანამდე მათ მსგავსი მფრინავი ობიექტი არ შეხვედრიათ და გაკვირვებას გამოხატავენ.

ტეგები