ვერაზე მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები
ამობეჭდვა · 11 / 03 / 2018 14:48
ვერაზე მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

თბილისში, ტატიშვილის ქუჩაზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში მოკლული კაცი 1957 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევია. ამის შესახებ "იმედინიუსი" წერს.

მოკლულს სავარაუდოდ  ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენეს. გამოძიების წინასწარი ვერსიით, ამ ეტაპზე მკვლელობის მოტივად შურისძიება იკვეთება. ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ტეგები