ქობულეთში, ხელვაჩაურსა და შუახევში პოლიციის ახალი უფროსები დანიშნეს
ამობეჭდვა · 11 / 03 / 2018 18:30
ქობულეთში, ხელვაჩაურსა და შუახევში პოლიციის ახალი უფროსები დანიშნეს

ქობულეთის, ხელვაჩაურისა და შუახევის პოლიციის სამმართველოებს ახალი უფროსები ჰყავს. ინფორმაციას გამოცემა "ბათუმელები" ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქობულეთის სამმართველოს უფროსად დაინიშნა ვახტანგ ტერაშვილი, რომელიც ამ დრომდე აჭარაში ნარკობიუროს უფროსად მუშაობდა.

ხელვაჩაურის პოლიციის სამმართველოს დავით რიჟვაძე უხელმძღვანელებს, რომელიც ქალაქ ბათუმის პოლიციის სამმართველოს მეშვიდე განყოფილებაში მუშაობდა.

რაც შეეხება შუახევს, აქ სამმართველოს უფროსად დავით ბეჟანიძე დაინიშნა, რომელიც ამ დრომდე ხელვაჩაურის პოლიციის ჩაისუბნის განყოფილების უფროსი იყო.

ტეგები