ილია მეორესაც "ატყუებდნენ", როგორც მის სათაყვანებელ შევარდნაძეს - ცოტნე გამსახურდია
ამობეჭდვა · 11 / 03 / 2018 23:28
ილია მეორესაც "ატყუებდნენ", როგორც მის სათაყვანებელ შევარდნაძეს - ცოტნე გამსახურდია

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, ცოტნე გამსახურდია საკუთარ ფეისბუქ გვერდზე პოსტს აქვეყნებს.

"ილია მეორემ სთქვა - ვფიქრობ ხოლმე, რომ ამ ქვეყანას არაფერი ეშველებაო. და ზვიად გამსახურდიას შემდეგ რომ ყველა ყაჩაღს და მძარცველს ხოტბას ასხამდა და ლოცავდა, მაშინ ვერ ხედავდა ეს ბრძენი კაცი, კაცოუ?

ალბათ ამასაც "ატყუებდნენ", როგორც მის სათაყვანებელ შევარდნაძეს - აფხაზეთის და სამაჩაბლოს საქართველოსთვის წართმევისას. მაგრამ, მიუხედავად ყველაფრისა, ისიც მილიარდერად მიიცვალა კრწანისის რეზიდენციაში და ეკლესიაც მდიდრდება და იზრდება ამ ქვეყნის დაქცევა- გაღატაკების ფონზე! ასეთია უფლის ნება, გიხაროდენ!", - წერს ცოტნე გამსახურდია.

ტეგები