2017 წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 16,2%-ით გაიზარდა
ამობეჭდვა · 12 / 03 / 2018 11:56
2017 წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 16,2%-ით გაიზარდა

საქსტატის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2017 წელს 1861.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 16.2 პროცენტით აღემატება 2016 წლის შესაბამის მაჩვენებელს.

ამავე პერიოდში რეინვესტიციის ოდენობამ მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 38.2 პროცენტი შეადგინა. ცხრილი #3 ასახავს რეინვესტირებული თანხების წილს მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 2013-2017 წლებში.

ტეგები