ორბელის უღელტეხილზე კლდე ჩამოიშალა
ამობეჭდვა · 12 / 03 / 2018 12:05
ორბელის უღელტეხილზე კლდე ჩამოიშალა

რაჭა-ლეჩხუმის ცენტრალურ მაგისტრალზე, ორბელის უღელტეხილზე, რამდენიმე დღიანი უამინდობისა და წვიმის გამო,  კლდე ჩამოიშალა. ამის შესახებ 1tv-ი წერს.

შემთხვევა ღამით მოხდა და არავინ დაშავებულა. გზის მონაკვეთზე გადაადგილება ჯერ კიდევ შეფერხებულია.

ცაგერის მერის, ავთანდილ უგრეხელიძის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე უკვე მუშაობს მძიმე ტექნიკა და ავტომანქანებს თავისუფლად გადაადგილების საშუალება დაახლოებით ერთ საათში ექნებათ.

ტეგები