ნეპალში ავიაკატასტროფას სულ მცირე 12 ადამიანი ემსხვერპლა
ამობეჭდვა · 12 / 03 / 2018 15:13
ნეპალში ავიაკატასტროფას სულ მცირე 12 ადამიანი ემსხვერპლა

ნეპალში, კატმანდუს აეროპორტში თვითმფრინავის ჩამოვარდნას წინასწარი მონაცემებით სულ მცირე 12 ადამიანი ემსხვერპლა.

abc13-ის ცნობით, ავიაკომპანია US-Bangla-ს სამგზავრო ლაინერმა კატასტროფა დაშვების დროს განიცადა, რის შემდეგაც ხანძარი გაუჩნდა. 

ბორტზე 57 მგზავრი და ეკიპაჟის 4 წევრი იმყოფებოდა. ავიაკატასტროფას 17 ადამიანი გადაურჩა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ტეგები