ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
ამობეჭდვა · 12 / 03 / 2018 17:33
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 13 მარტისთვის დადგენილი კურსით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4328 ლარია. აქამდე მოქმედი კურსით ლარი 2.4462 ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.0134-ით გამყარდა.

ლარის კურსმა ევროსთან მიმართებაში 2.9953 ლარი შეადგინა. აქამდე მოქმედი კურსით 1 ევროს ღირებულება 3.0088 ლარი იყო. შესაბამისად, ევროსთან მიმართებით ლარი 0.0135 -ით გამყარდა.

ლარის ახალი კურსი 1 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან მიმართებაში 3.3714 ლარია. აქამდე მოქმედი კურსი 3.3780 ლარი იყო, ლარი სტერლინგთან 0.0066-ით გამყარდა.

თურქულ ლირასთან მიმართებაში ლარის კურსმა 0.6365 ლარი შეადგინა, აქამდე მოქმედი კურსი 0.6398 ლარი იყო. შესაბამისად, ლირასთან მიმართებით ლარი 0.0033-ით გამყარდა.

ტეგები