იუსტიციის სამინისტროდან გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა მთავარ პროკურატურას მიმართეს
ამობეჭდვა · 12 / 03 / 2018 18:40
იუსტიციის სამინისტროდან გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა მთავარ პროკურატურას მიმართეს

იუსტიციის სამინისტროდან გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა თამაზ ახობაძემ და ანა სუბელიანმა მთავარ პროკურატურას ოფიციალური განცხადებით მიმართეს.

ერთ-ერთი მათგანი, ანა სუბელინი სამინისტროს გადაწყვეტილებას არასამართლიანად და არასახელმწიფობრივად მიიჩნევს.

„ნახევარ წელზე მეტია, რაც გადაწყვეტილება არის გამოტანილი სასამართლოს მიერ და მაინც არ სრუდება. ჩვენ სხვადასხვა აქტივობებით გამოვიწვიეთ ის, რომ თეა წულუკიანს ღიად დაეფიქსირებინა პოზიცია. ის ამბობს ასეთ რამეს, რომ სამინისტრო შეისწავლის სასამართლოს გადაწყვეტილებას და ამის შესაბამისად იმოქმედებს, რაც სრულიად უკანონო და არასახელმწიფოებრივია", - ამბობს ანა სუბელიანი.

ყოფილი თანამშრომლების თქმით, იუსტიციის სამინისტრო ყველა სასამართლო ინსტაციის გავლის შემდეგ დაკისრებულ მოვალეობებს არ ასრულებს. მას ევალება გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში დაბრუნება და განაცდურის, დაახლოებით 4 წლის სრული ანაზღაურების გადახდა.

ტეგები