ჭიჭინაძის ქუჩის მაცხოვრებლებს გაზმომარაგება შეუწყდათ
ამობეჭდვა · 12 / 03 / 2018 20:25
ჭიჭინაძის ქუჩის მაცხოვრებლებს გაზმომარაგება შეუწყდათ

დღეს, 12 მარტს 18:30 საათზე ავტომანქანის შეჯახების შედეგად გაზსადენის დაზიანების გამო, გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა სამგორის რაიონში, ჭიჭინაძის ქუჩის №7, №9, №11 და №13-ში მცხოვრებ მოსახლეობას. ინფორმაციას ამის შესახებ "ყაზტრანსგაზ-თბილისი" ავრცელებს:

"გაზის მიწოდება ეტაპობრივად აღდგება სამუშაოების დასრულებისთანავე. შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" ბოდიშს უხდის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" პასუხისმგებელი არ არის", - ნათქვამია განცხადებაში.

ტეგები