13 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
ამობეჭდვა · 12 / 03 / 2018 20:39
13 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დაკვირვებულად იმოქმედეთ. გადაღლილობამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს თქვენს შრომისუნარიანობაზე. ნუ მოცდებით მეორეხარისხოვან დეტალებზე, იყავით მეტად მიზანსწრაფული. 

 

კურო

დილიდანვე ჩამოწერეთ შესასრულებელი საქმეების სია. სწორად გათვალეთ დრო და პირადი ენერგია. საქმიანი შეხვედრები დღის პირველ ნახევარში დაგეგმეთ. ზოგიერთს შეტყობინება და მგზავრობა ელის. 

 

ტყუპი

ნუ დაისახავთ გლობალურ მიზნებს. უმჯობესია, დაწყებული საქმეები დაასრულოთ. საღამო საოჯახო ვალდებულებებს დაუთმეთ. საქმიან პარტნიორებთან მოლაპარაკება დიპლომატიურად წარმართეთ. 

 

კირჩხიბი

კარგი დღე გელით. დილიდან ჩამოწერეთ საქმეებისა და შეხვედრების სია. ეცადეთ, სწორი გადაწყვეტილებები მიიღოთ. საღამოს საყიდლებისთვისაც მოიცალეთ. 

 

ლომი

საქმიანი შეხვედრები დილით დანიშნეთ. ზოგიერთს შემოსავლის დამატებითი წყარო გამოუჩნდება. თუმცა, გაფრთხილდით, ტყუილის მსხვერპლი არ გახდეთ. 

 

ქალწული

ნუ ჩაახედებთ თქვენს საქმეები უცხოებს. ნუ ენდობით არაკეთილისმსურველთა რჩევებს. იღბალი გამოცდას გიწყობთ და ეცადეთ, გააზრებულად იმოქმედოთ. იყავით დაკვირვებული და რაციონალური. 

 

სასწორი

ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ პასუხისმგებლობას, მეტად დაისვენეთ და აუცილებელი საქმეები შეასრულეთ. მეტ ყურადღებას ითხოვენ ოჯახის წევრები. ფული მოზომილად ხარჯეთ. 

 

მორიელი

დაკვირვებულად იმოქმედეთ. ნუ მოცდებით მეორეხარისხოვან დეტალებზე, არაფრისმომცემ საუბრებზე. საინტერესო ადამიანთან შეხვედრა განწყობას გაგიუმჯობესებთ. 

 

მშვილდოსანი

კოლეგებთან შეთახმებულად იმოქმედეთ. დაასრულეთ დაწყებული საქმეები. ყურადღება გმართებთ მგზავრობისას, განსაკუთრებით - საჭესთან. მოერიდეთ ალკოჰოლის, მავნე საკვების მიღებას.

 

თხის რქა 

იღბალი გამოცდას მოგიწყობთ და ეცადეთ ყველაფერს ღირსეულად გაართვათ თავი. იყავით მეტად დაკვირვებული. ახალი ნაცნობობა გელით. პირად ცხოვრებაში - სიფრთხილე. სასურველისა და რეალურის განსხვავება უნდა შეძლოთ. 

 

მერწყული

ნუ ააჩქარებთ მოვლენებს. დაკვირვება გმართებთ ახალგაცნობილებთან, ყველას ნუ დაიმეგობრებთ. მოერიდეთ ავანტიურას. დაასრულეთ დაწყებული საქმეები. 

 

თევზები

მშვიდი დღე გელით. მეტი დრო დაუთმეთ სამსახურის საქმეების მოგვარებას. მოერიდეთ ძვირფასი და ძვირად ღირებული ნივთების შეძენას. საღამო ბავშვებთან ერთად გაატარეთ. ნუ მიიღებთ ალკოჰოლს. უპირატესობა ხილსა და ბოსტნეულს მიანიჭეთ.

ტეგები