სოფელ ვალეს სამლოცველოსთან კათოლიკური ხატები და წიგნები დაწვეს (ფოტოები)
ამობეჭდვა · 12 / 03 / 2018 20:47
სოფელ ვალეს სამლოცველოსთან კათოლიკური ხატები და წიგნები დაწვეს (ფოტოები)

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვალეს წმიდა ნინოს სახელობის სამლოცველოსთან უცნობმა პირებმა კათოლიკური ხატები და ლიტერატურა დაწვეს. 

თვითმხილველის, შოთა ქიქოშვილის თქმით, მას დაურეკეს და შეატყობინეს, რომ სამლოცველოს წინ კათოლიკური სიწმიდეები იწვოდა. 

"დაახლოებით საღამოს 18:00 საათზე ერთმა ნაცნობმა დამირეკა და მითხრა, რომ ვალეში, წმიდა ნინოს სახელობის სამლოცველოსთან, რომელიც გზის პირას დგას და იქ ინახება სხვადასხვა აღმსარებლობის ლოცვის წიგნები, ხატები, ჯვრები და ა.შ. რატომღაც მხოლოდ კათოლიკურ ლოცვის წიგნებსა და ხატებს ეკლესიის წინ ცეცხლი ჰქნდა მოკიდებული. არ მინდა ცუდად ვიფიქრო ვინმეზე, არ მინდა, რომ ვინმეს შევეეხო, მაგრამ გამომდინარე რეალობიდან სხვა გზა არ მრჩება გარდა იმისა, რომ ვიფირო ამ საქმის ჩადენის მიზანმიმართულობაზე.

მე ვეძებე დამწვარ წიგნებსა და ხატებში, თუმცა მხოლოდ და მხოლოდ კათოლიკე ეკლესიის ქართული და სომხური წიგნები და ხატები იყო დამწვარი

თქვენ თავად განსაჯეთ რა ჰქვია ამ საქციელს. მე კი ვიტყვი რომ ეს არის აშკარა ვანდალიზმი და ღია დისკრიმინაცია", - ამბობს შოთა ქიქოშვილი. 

სოფელი ვალე ისტორიულად კათოლიკური უმრავლესობით დასახლებული სოფელია.


წყარო

 

ტეგები