გერმანიის ქალაქებში თურქული დაწესებულებებისა და მეჩეთების დაზიანების მცდელობები გახშირდა
ამობეჭდვა · 13 / 03 / 2018 10:39
გერმანიის ქალაქებში თურქული დაწესებულებებისა და მეჩეთების დაზიანების მცდელობები გახშირდა

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, უსაფრთხოების სამსახურები ბერლინში, შტუტგარტსა და სხვა ქალაქებში გაძლიერებულად მუშაობენ. ამის მიზეზი ბოლო დღეების განმავლობაში თურქული დაწესებულებებისა და მეჩეთების დაზიანების მცდელობებია.

კვირას სახანძრო სამსახურები საათ-ნახევრის განმავლობაში ცდილობდნენ ბერლინში არსებული ერთ-ერთ თურქულ მეჩეთში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზებას. ეს ინციდენტი იმ ბოლოდროინდელი მოვლენების რიგშია, რომელსაც პოლიცია თურქეთის ხელმძღვანელობით სირიის აფრინში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის წინააღმდეგ გერმანელების დემონსტრაციებს უკავშირებს.

„აფრინის რეგიონში განვითარებულ მოვლენებს გერმანიაში მცხოვრები ქურთების გაღიზიანებაც შეეძლო გამოეწვია“, – განაცხადეს გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროში. მათ დემონსტრაციის მონაწილეებს მოუწოდეს, თავი აარიდონ ძალადობას და დაემორჩილონ გერმანიის კანონებს.

გერმანელმა პოლიტიკოსებმა და დაინტერესებულმა ჯგუფებმა, მათ შორის ქურთულმა თემმა ორშაბათს მკაცრად დაგმეს თურქულ დაწესებულებებზე თავდასხმის ფაქტები, ასევე, სოციალურ ქსელებში გაკეთებული მოწოდებები ამგვარი ძალადობის გაგრძელებისკენ.

 

ტეგები