მოუწევთ თუ არა მოქალაქეებს „სითი პარკის“ მიერ უკვე გამოწერილი ჯარიმების გადახდა?
ამობეჭდვა · 13 / 03 / 2018 12:48
მოუწევთ თუ არა მოქალაქეებს „სითი პარკის“ მიერ უკვე გამოწერილი ჯარიმების გადახდა?

მოქალაქეებს, რომლებსაც კომპანია „სითი პარკის“ მიერ ჯარიმები უკვე გამოწერილი აქვთ, მათი გადახდა მაინც მოუწევთ. ამის შესახებ თბილისის ვიცემერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა.

"დაკისრებული ჯარიმების გადახდა მოქალაქეებს მოუწევთ. ამასთან არანაირი კავშირი ხელშეკრულების შეწყვეტას ნამდვილად არ აქვს. აქედან გამომდინარე, ვიზეც სამართალდარღვევა გამოწერილია, მათ მოუწევთ ამ ჯარიმის გადახდა, თუ რა თქმა უნდა ეს უკანონოდ არ არის გამოწერილი, რასაც სამწუხაროდ ხშირად ჰქონდა ადგილი კომპანიის მხრიდან და ესეც იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ამ შედეგამდე მივედით. ეს არის რადიკალური ზომა, რაც თბილისის მუნიციპალიტეტმა მიიღო. ჩვენ ასეთ გადაწყვეტილებებს მივიღებთ მხოლოდ მაშინ, როცა სისტემური ხასიათი აქვს მოქალაქეების უფლებების დარღვევას და არც ერთ კომპანიას არ ვაპატიებთ იმას, რომ შელახოს საზოგადოებრივი ინტერესები", - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ. 

ტეგები