ირაკლი კობახიძე: ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, საარჩევნო გარემო სამართლიანი იყო
ამობეჭდვა · 13 / 03 / 2018 14:32
ირაკლი კობახიძე: ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, საარჩევნო გარემო სამართლიანი იყო

„ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, საარჩევნო გარემო იყო სამართლიანი და მშვიდობიანი, რაც ჩვენი უმთავრესი მიზანი იყო და ამ გარემოში ჩატარდა არჩევნები“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით გამართული კონფერენციის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისივე თქმით, ამის ერთ-ერთი დადასტურებაა ისიც, რომ არჩევნების შედეგები ზუსტად დაემთხვა სოციოლოგიური კვლევის შედეგებს.

„საუბარი არ მაქვს მხოლოდ ჩვენს შიდაპარტიულ კვლევებზე, საუბარი მაქვს სხვა ორგანიზაციების, მათ შორის ნეიტრალური ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ კვლევებზე. თბილისთან დაკავშირებით კვლევები აჩვენებდა, რომ კახი კალაძეს ჰქონდა იმაზე მაღალი მხარდაჭერა, ვიდრე სხვა ოპოზიციურ კანდიდატს და ზუსტად ეს აჩვენა საბოლოო ჯამში არჩევნების შედეგებმაც, რაც იმას ნიშნავს, რომ იმ ხარვეზებს, რომელიც გამოვლინდა საარჩევნო პროცესში, რაიმე არსებითი გავლენა არ მოუხდენია არჩევნების შედეგებზე“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

ტეგები