საქართველოს პარალამენტის დელეგაცია საფრანგეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომისიის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
ამობეჭდვა · 13 / 03 / 2018 14:39
საქართველოს პარალამენტის დელეგაცია საფრანგეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომისიის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარალამენტის დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალთა სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის სესიის ფარგლებში, მნიშვნელოვანი ორმხირივი შეხვედრები გამართა საფრანგეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომისიის ვიცე-პრეზიდენტთან, მირეი კლაპოსთან.

დელეგაციის წევრებმა ქალბატონ კლაპოს გააცნეს ინფორმაცია საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე, როგორც საპარლამენტო დონეზე გენდერული პოლიტიკის შემუშავების კუთხით, ამავე დროს განგრძობითი ოკუპაციის პირობებში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები, იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტით დაზარალებული ქალების მდგომარეობის შესახებ.

„ქალბატონმა კლაპომ ხაზი გაუსვა, რომ საფრანგეთის პოლიტიკა და დიპლომატია, ფემინისტურია. ის განსაკუთრებით დაინტერესდა, ომის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობით და იმედი გამოთქვა, რომ საფრანგეთი გააგრძელებს ადგილობრივი ინიციატივების მხარდაჭერას ამ კუთხით. საფრანგეთი იმ მეგობარი ქვეყნების ჯგუფშია, რომელიც ეხმარება საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა შესახებ გაეროს რეზოლუციის მიმართ მხარდაჭერის გაზრდაში“. - შეხვედრის დასრულების შემდგომ, განაცხადა - პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არიან პარლამენტის წევრები ელენე ხოშტარია და დიმიტრი ცქიტიშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს ხელმძღვანელი ნატალია ჯალიაშვილი, სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძე და კატო მიქელაძის პრემიის 2017 წლის ლაურეატი, ქალთა უფლებათა აქტივისტი გურიიდან, ქეთევან ხიდაშელი.

ტეგები