კომპანია „სითი პარკი" სასამართლოს მიმართავს
ამობეჭდვა · 13 / 03 / 2018 14:49
კომპანია „სითი პარკი" სასამართლოს მიმართავს

„სითი პარკი" აპირებს სასამართლოს მიმართოს. ამის შესახებ კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ლევან ტაბიძემ განაცხადა.

„სამწუხაროდ, პოლიტიკური ქულების დასაგროვებლად გარკვეული ჯგუფის ინტერესები დადგა კანონზე მაღლა, კომპანია აუცილებლად მიმართავს სასამართლოს” – განაცხადა ლევან ტაბიძემ.

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერია 2018 წლის 10 აპრილიდან სითი პარკთან კონტრაქტს წყვეტს. ამის შესახებ კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

ტეგები