„თბილისელმა ჰაკიჩომ“ მოსიყვარულე პატრონი იპოვა (ვიდეო)
ამობეჭდვა · 13 / 03 / 2018 16:44
„თბილისელმა ჰაკიჩომ“ მოსიყვარულე პატრონი იპოვა (ვიდეო)

რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო “მორბენალ ჰაჩიკოზე”, რომელიც თბილისში, დიდი დიღმის 54 ნომერ ავტობუსებს დასდევდა.

ვიდეოს ნახვის შემდეგ ძალიან ბევრმა ადამიანმა გამოთქვა დახმარების სურვილი.

„ჰაჩიკოს“ ბედზე თეკლა კალანდაძემ და რამდენიმე ცხოველთა მოყვარულმა იზრუნა და ამ საოცარ ძაღლს სააუკეთესოთა შორის საუკეთესო პატრონი შეურჩიეს.

ასე რომ, გუშინ საღამოს “მორბენალი ჰაჩიკო” დაემშვიდობა ავტობუსის მძღოლებს, მას ახლა “ნოა” ქვია და უკვე საკუთარ სახლშია!

“მინდა უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ, იმისთვის, რომ ამ ამბის ბოლო კეთილია. თითოეულმა ადამიანმა, რომელმაც ვიდეო გააზიარა, მოიწონა თუ დააკომენტარა შესაძლებელი გახადა, რომ ეს ყველაფერი გამოსულიყო! დიდი მადლობა იმ ადამიანებს, ვინც დაუშურველად მთავაზობდა სხვა და სხვა ტიპის დახმარებას ამ საქმეში! მიხარია, რომ ჩვენ, როგორც საზოგადოება ვპროგრესირდებით და ჩვენი დამოკიდებულება ცხოველების მიმართ მეტ-ნაკლებად იხვეწება და კეთილშობილდება!

მინდა გამცნოთ და გახაროთ ჩვენი თავგადასავლების მოყვარული, უერთგულესი არსების ოჯახური ცხოვრების ბედნიერი დასაწყისი და დასასრული მისი გიჟმაჟი თარეშისა, რომელიც რამდენადაც ამაღელვებელი იყო საცქერად, იმდენად დამღუპველიც მისთვის.

საშინლად დასწყდათ გული მძღოლებს, თუმცა კარგად ესმოდათ, რომ მისი უსაფრთხოებისთვის ასე უკეთესია.
ერთი სიტყვით: Happy endings come after the story with lots of ups and downs”, – წერს თეკლა კალანდაძე თავის ფეისბუქგვერდზე.

ტეგები