როდის დააბრუნებენ მთაწმინდაზე “ეშმაკის ბორბალს”
ამობეჭდვა · 13 / 03 / 2018 17:05
როდის დააბრუნებენ მთაწმინდაზე “ეშმაკის ბორბალს”

მთაწმინდის პარკში განახლებული “ეშმაკის ბორბალი” მაისის შუა რიცხვებში გაიხსნება.

პარკის საბაგირო-სალიანდაგო ტრანსპორტის დეპარტამენტის უფროსის , ლევან კანდელაკის, ინფორმაციით, ატრაქციონი “გიგანტური ბორბალი” გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო მოიხსნა პარკიდან.

“ატრაქციონის დემონტაჟი გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო მოხდა. დაიშალა მთლიანი კონსტრუქცია, შეიღება, გამოიცვალა დეტალები უახლესი და საუკეთესო ბრენდების ნაწილებით და დაახლოებით 10 დღეში დაიწყება ხელახალი მონტაჟი. ატრაქციონი ექსპლუატაციაში, დაახლოებით, მაისის შუა რიცხვებიან შევა,” – განუცხადა “ფორტუნას” ლევან კანდელაკმა.

ატრაქციონი “გიგანტური ბორბალი ” მთაწმინდის პარკიდან დეკემბრის ბოლოს მოიხსნა.

ტეგები