არჩილ თალაკვაძემ აზერბაიჯანში, „აბრეშუმის გზის მხარდამჭერი ჯგუფის” შეხვედრაზე
ამობეჭდვა · 13 / 03 / 2018 17:55
არჩილ თალაკვაძემ აზერბაიჯანში, „აბრეშუმის გზის მხარდამჭერი ჯგუფის” შეხვედრაზე

„აბრეშუმის გზის გლობალური პროექტი ჩინეთიდან ევროპამდე 40-მდე ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, მეტ ეკონომიკას, სატრანსპორტო კავშირებს, უსაფრთხოებას და ახალ შესაძლებლობებს მოუტანს. საქართველოს მზაობა აბრეშუმის გზის პროექტისთვის მაღალია - მასპინძლობის საუკუნოვანი ტრადიცია, თავისუფალი ეკონომიკა, ღია მმართველობა, საკუთრების დაცვის მაღალი სტანდარტი, მარტივი წესები და კანონის უზენაესობა ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათია" - ამ სიტყვებით მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ აზერბაიჯანში, „აბრეშუმის გზის მხარდამჭერი ჯგუფის” შეხვედრაზე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წევრ პარლამენტარებს, მინისტრებსა და ელჩებს.

13-14 მარტს, ბაქოში, „აბრეშუმის გზის მხარდამჭერი ჯგუფის” შეხვედრა იმართება, სადაც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წევრები ეკონომიკური თანამშრომლობის, სატრანსპორტო და ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარების პროცესში პარლამენტების როლს განიხილავენ.

ტეგები