არჩილ თალაკვაძე, გიორგი წერეთელი და რამაზ ნიკოლაიშვილი აზერბაიჯანში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის შეხვედრაში იღებენ მონაწილეობას
ამობეჭდვა · 13 / 03 / 2018 17:58
არჩილ თალაკვაძე, გიორგი წერეთელი და რამაზ ნიკოლაიშვილი აზერბაიჯანში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის შეხვედრაში იღებენ მონაწილეობას

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე, ფრაქციის „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ თავმჯდომარე, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გიორგი წერეთელი და საქართველოს პარლამენტის დეპუტატი რამაზ ნიკოლაიშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის “აბრეშუმის გზის მხარდამჭერი ჯგუფის” შეხვედრაში იღებენ მონაწილეობას.

ბაქოში, „აბრეშუმის გზის მხარდამჭერი ჯგუფის” შეხვედრაზე, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წევრები ეკონომიკური თანამშრომლობის, სატრანსპორტო და ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარების პროცესში პარლამენტების როლს განიხილავენ.

 

ტეგები