რუსთავში ავარიის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა
ამობეჭდვა · 13 / 03 / 2018 18:27
რუსთავში ავარიის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა

რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე ავარია მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილი სამარშუტო მიკროავტობუსს დაეჯახა.

ავარიის შედეგად, ხუთი ადამიანი დაშავდა. 

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი.

ტეგები