„სითი პარკის“ ქმედებებთან დაკავშირებით ბევრი კითხვა და პრეტენზია მოსახლეობასაც გააჩნდა“ - გოჩა ენუქიძე
ამობეჭდვა · 13 / 03 / 2018 19:32
„სითი პარკის“ ქმედებებთან დაკავშირებით ბევრი კითხვა და პრეტენზია მოსახლეობასაც გააჩნდა“ - გოჩა ენუქიძე

ფრაქცია „ქართული ოცნება-ძლიერი ეკონომიკის“თავმჯდომარე გოჩა ენუქიძე თბილისის მერიის მიერ კომპანია „სითი პარკთან“ კონტრაქტის გაუქმების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. მისი განცხადებით, თბილისის მერმა მიიღო პრინციპული გადაწყვეტილება „სითი პარკთან“ კონტრაქტის გაწყვეტის თაობაზე. გარდა დედაქალაქის მთავრობისა,მოსახლეობასაც ბევრი კითხვა და პრეტენზია გააჩნდა აღნიშნული კომპანიის ქმედებებთან დაკავშირებით.

„დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში დედაქალაქის მერიისგან მივიღებთ პარკირების სამართლიან სისტემას, რომელიც განტვირთავს ქალაქის ცენტრალურ უბნებს, ასევე ორიენტირებული იქნება არა მხოლოდ მძღოლებისთვის მოსახერხებელი პარკირების ადგილების შექმნაზე, არამედ, გაითვალისწინებს ფეხით მოსიარულე ადამიანების უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას“, - განაცხადა გოჩა ენუქიძემ.

ტეგები