სისხლიანი გარჩევა ზუგდიდში - დაჭრილია 3 ადამიანი
ამობეჭდვა · 13 / 03 / 2018 19:43
 სისხლიანი გარჩევა ზუგდიდში - დაჭრილია 3 ადამიანი

ზუგდიდში სამი ადამიანი დაჭრეს, რომელთაგან ერთის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა. იგი ცეცხლსასროლი იარაღით გულის არეშია დაჭრილი. ამ წუთებში მას ოპერაცია უტარდება. 

ასევე ცეცხლსასროლი იარაღითაა დაჭრილი კიდევ ერთი პირი, მესამეს კი მრავლობითი ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

კრიმინალური გარჩევა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ზუგდიდის ერთ-ერთ გარეუბანში მოხდა.

სამართალდამცველებს ამ დროისთვის არავინ დაუკავებიათ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.

ტეგები