ყოფილ „ოფიცერთა სახლში“ ძმები ზდანევიჩების მიერ შემნილი ისტორიული პანო სრულიად განადგურებულია
ამობეჭდვა · 13 / 03 / 2018 20:35
ყოფილ „ოფიცერთა სახლში“ ძმები ზდანევიჩების მიერ შემნილი ისტორიული პანო სრულიად განადგურებულია

თბილისში, ყოფილ „ოფიცერთა სახლის“ სარდაფში, ძმები ილია და კირილე ზდანევიჩების მიერ შემნილი პანო სრულიად განადგურებულია. ამის შესახებ ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ.

შენობაში ახლა სავაჭრო ცენტრია განთავსებული.

„ამ ფართში ახლა არის ერთ-ერთი მეიჯარე, რომელსაც სავაჭრო ობიექტი აქვს. კედლის მხატვრობის პანო სრულიად განადგურებულია. ეს იყო ერთადერთი ნიმუში კირილე ზდანევიჩის მხატვრობისა, უნიკალური ძეგლი. 2016 წელს სააგენტოს დაფინანსებითა და ორგანიზებით, თბილისში სამხატვრო აკადემიის რესტავრატორთა ჯგუფმა აწარმოა სრულფასოვანი მეცნიერული კვლევა, რომელიც უნდა გამხდარიყო საფუძველი კედლის მხატვრობის პანოს სრული რეაბილიტაციისა. ამავდროულად კვლევის დასრულებისთანავე გვქონდა მცდელობა, რომ მესაკუთრესთან გაგვეფორმებინა მოვლა-პატრონობის ხელშეკრულება. არაერთხელ გავაფრთხილეთ და მივწერეთ მას, რომ არ მომხდარიყო ამ ხელოვნების ნიმუშზე არასათანადო ჩარევა, სანამ გაფორმდებოდა ეს ხელშეკრულება, პანო სრულიად განადგურდა. როგორც მეიჯარე ამბობს, სანამ ჩვენ შევიდოდით პანო უკვე განადგურებული იყოო. ეს ყველაფერი გამოძიების საქმეა, რაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს“, - აცხადებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან. 

ტეგები