ოკუპანტებთან კომუნიკაცია შესაძლოა, დასჯადი გახდეს
ამობეჭდვა · 13 / 03 / 2018 21:51
ოკუპანტებთან კომუნიკაცია შესაძლოა, დასჯადი გახდეს

ოკუპანტებთან კომუნიკაცია შესაძლოა, დასჯადი გახდეს. ეს იმ შემთხვევაში, თუკი თავისუფალი დემოკრატებისა და პროდასავლური ოპოზიციის მიერ მომზადებული კანონპროექტი პარლამენტმა დაამტკიცა. ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს.

უკვე რამდენიმე თვეა, პოლიტიკური პარტიები ახალ ინიციატივაზე მუშაობენ, რომლის თანახმადაც, რუსეთთან მოლაპარაკებებისა და დიალოგის უფლება ექსკლუზიურად მხოლოდ ხელისუფლებას ექნება. კანონის დარღვევის შემთხვევაში კი სანქციები საკმაოდ მკაცრი იქნება.

 

ტეგები