ბავშვების ცემისთვის, ბაღის თანამშრომელი 4 000 ლარით დააჯარიმეს
ამობეჭდვა · 13 / 03 / 2018 22:01
ბავშვების ცემისთვის, ბაღის თანამშრომელი 4 000 ლარით დააჯარიმეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ბაგა-ბაღის აღსაზრდელების მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული კ. კ. დამნაშავედ სცნო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით.

სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ თბილისში, საბავშვო ბაგა-ბაღის აღმზრდელის თანაშემწე კ. კ-მ ამავე ბაგა-ბაღის აღსაზრდელი მცირეწლოვნების, ლ. რ-ს, დ. რ-ს, ა. ხ-ს და ნ. მ-ს მიმართ განახორციელა ძალადობა, რის შედეგად, ოთხივე აღსაზრდელმა ფიზიკური ტკივილი განიცადა.

კ. კ. სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის და ორი ან მეტი პირის მიმართ) წარედგინა.

სასამართლომ კ. კ-ს სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით განუსაზღვრა.

ტეგები