რუსი ბიზნესმენი ნიკოლაი გლუშკოვი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს
ამობეჭდვა · 13 / 03 / 2018 23:33
რუსი ბიზნესმენი ნიკოლაი გლუშკოვი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

რუსი ბიზნესმენი ნიკოლაი გლუშკოვი ლონდონში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

როგორც ბრიტანული მედია იუწყება, სამართალდამცველები გარდაცვლილის ამოცნობის პროცედურას ატარებენ, რათა გლუშოვის ოჯახის წევრებმა მისი ვინაობა ოფიციალურად დაადასტურონ.

ბრიტანეთის მედიის ცნობით, 69 წლის გლუშკოვის გვამი 12 მარტს იპოვეს მისმა ახლობლებმა. სიკვდილის მიზეზი ამ დროისთვის არ გახმაურებულა. თუმცა ბრიტანული მედია წერს, რომ გვამს გაგუდვის ნიშნები ემჩნევა.

ნიკოლაი გლუშკოვი იყო სახელმწიფო კომპანია „აეროფლოტის“ დირექტორის მოადგილე და რუსმა სამართალდამცველებმა მას ორჯერ წაუყენეს თაღლითობის ბრალდება.

გავრცელებული ინფორმაციით გლუშკოვი წარსულში თანამშრომლობდა 2013 წელს გარდაცვლილ ოლიგარქთან, ბორის ბერეზოვსკისთან. 

ტეგები