საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დე ფაქტო აფხაზეთში საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს
ამობეჭდვა · 14 / 03 / 2018 10:15
საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დე ფაქტო აფხაზეთში საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას ე.წ. უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, 1984 წელს დაბადებული გიორგი ზარანდია ზუგდიდის მკვიდრია.

გალის რაიონის ე.წ. პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმის წარმოება უკვე დაიწყო.

2008 წლის აგვისტოს ომის შმდეგ კრემლმა აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარა და მათი ოკუპაცია განახორციელა.

ტეგები