საქართველოში ძლიერი ქარია მოსალოდნელი
ამობეჭდვა · 14 / 03 / 2018 10:28
საქართველოში ძლიერი ქარია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს საქართველოს ცალკეულ რაიონში მცირე ნალექია მოსალოდნელი.  ზემო იმერეთსა ად კოლხეთის დაბლობზე, ასევე გორი-სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 

ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +15, +20, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +10, +15 გრადუსის ფარგლებში იქნება.

15 მარტს, საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი.

თბილისში შესაძლოა, მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა 14 მარტს +10, +12, ხოლო 15 მარტს +13, +15 გრადუსია მოსალოდნელი.

ტეგები