ფლორიდაში სკოლის 19 წლის თავდამსხმელის სიკვდილით დასჯას ითხოვენ
ამობეჭდვა · 14 / 03 / 2018 10:53
ფლორიდაში სკოლის 19 წლის თავდამსხმელის სიკვდილით დასჯას ითხოვენ

ფლორიდაში პარკლენდის სკოლაზე თავდასხმაში ბრალდებული 19 წლის ნიკოლას კრუზის წინააღმდეგ პროკურატურა უმაღლესი სასჯელის – სიკვდილით დასჯის გამოყენებას ითხოვს. ინფორმაციას 1tv.ge ევრცელებს.

კრუზის ადვოკატების თქმით, მანამდე ბრალდებული აცხადებდა, რომ ბრალს აღიარებდა, თუ მას სიკვდილით დასჯას არ მიუსჯიდნენ. არ არის ცნობილი, შედგა თუ არა ამის შესახებ შეთანხმება. მორიგი სასამართლო სხდომა 14 მარტს არის ჩანიშნული.

ფლორიდის სასამართლომ პარკლენდის სკოლაზე თავდამსხმელს ბრალი ოფიციალურად 8 მარტს წაუყენა. ნიკოლას კრუზს პროკურატურა დამამძიმებელ გარემოებაში 17 ადამიანის განზრახ მკვლელობასა და კიდევ 17 ადამიანის მკვლელობის მცდელობას ედავება.

სკოლაზე თავდასხმა მიმდინარე წლის 14 თებერვალს მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, 2016 წელს მას ფსიქიატრიული გამოკვლევა ჩაუტარდა, თუმცა მაშინ საზოგადოებისთვის საფრთხის შემცველად არ მიიჩნიეს.

როგორც Fox News ციხის ბადრაგებზე დაყრდნობით წერს, 19 წლის კრუზი კამერაში მშვიდად იქცევა, საუბრობს და მსჯელობს ლოგიკურად.

24 თებერვლის ჩანაწერების მიხედვით კი მან ბიბლია მოითხოვა. ბადრაგები ასევე ყვებიან, რომ კრუზს ღამით ძილი უჭირს.

ტეგები