ოკუპირებულ აფხაზეთში გატაცებულის დედა: გიორგი ერთი კვირაა თბილისშია
ამობეჭდვა · 14 / 03 / 2018 11:41
ოკუპირებულ აფხაზეთში გატაცებულის დედა: გიორგი ერთი კვირაა თბილისშია

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ დე ფაქტო აფხაზეთში გატაცებული გიორგი ზარანდიას დედამ ნინო ზარანდიამ მისი შვილოს დაკავების შესახებ ინფორმაცია მედიიდან შეიტყო. ინფორმაციას "იმნედინიუსი" ავრცელებს.

მისი თქმით, გიორგი ერთი კვირაა თბილისში იმყოფება და თუ რა მიზეზით ცდილობდა ე.წ. საზღვრის გადაკვეთას, მისთვის უცნობია.

ოკუპირებული აფხაზეთში ზუგდიდის მკვიდრი გიორგი ზარანდია გუშინ ღამით ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.

ტეგები