დღეს, თბილისში დიდი კაშხლების აშენების წინააღმდეგ აქცია გაიმართება.
ამობეჭდვა · 14 / 03 / 2018 11:53
 დღეს, თბილისში დიდი კაშხლების აშენების წინააღმდეგ აქცია გაიმართება.

დიდი ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ თბილისში დღეს აქცია გაიმართება.

აქცია 13:00 საათზე „აზიის განვითარების და ევროპის საინვესტიციო ბანკების“ ოფისთან დაიწყება, შემდეგ მთავრობის კანცელარიისა და პარლამენტის შესასვლელიკსენ გადაინაცვლებს და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ოფისთან დასრულდება.

აქციის ორგანიზატორები ზემო და ქვემო სვანეთში, რაჭაში, ლეჩხუმსა და საქართველოს სხვა კუთხეებში მასშტაბური ჰიდროენერგეტიკული პროექტების განხორციელებას აპროტესტებენ.

14 მარტი მდინარეთა დაცვის დღეა.

ტეგები